ლევანდოვსკი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე არ ფიქრობს

15:36, 24.11.2020

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ არ არის მზად გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტის გასაგრძელებლად.

„ჩემი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მე არასოდეს ვფიქრობ – რა იქნება მომავალში. არის კიდევ ორწელიწადნახევარი, ეს კი დიდი დროა. ვიცი, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგაც შემიძლია თამაშის გაგრძელება, თუმცა ამის მოსაფიქრებლად დრო ბევრი მაქვს“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ამ სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ბუნდესლიგის შვიდ მატჩში 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

მსგავსი