ლევანდოვსკი „ბაიერნში“ კარიერის ბოლომდე დარჩენას არ გამორიცხავს
ლევანდოვსკი „ბაიერნში“ კარიერის ბოლომდე დარჩენას არ გამორიცხავს

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოაცხადა, რომ არ აპირებს გერმანიის ჩემპიონის დატოვებას. უფრო მეტიც, პოლონელი არ გამორიცხავს კარიერის მიუნხენში დასრულებას.

„უნდა ვაღიარო, რომ ზაფხულამდე მქონდა გუნდის დატოვების სურვილი. ახლა ამგვარი განწყობა აღარ არსებობს. მინდა, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე გუნდში. ამჟამად, 100 პროცენტით მხოლოდ „ბაიერნზე“ ვარ კონცენტრირებული“, – თქვა ლევანდოვსკიმ.

პოლონელმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.