ლევანდოვსკი „ბაიერნს“ არ დატოვებს

11:35, 17.05.2019

გერმანული გამოცემა „კიკერის“ (Kicker) ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა – არ დატოვოს კლუბი და გაახანგრძლივოს კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან.

პოლონელის ამდამინდელი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

ამ სეზონში ლევანდოვსკის მონაგარი 46 ოფიციალურ მატჩში 38 გოლი და შვიდი შედეგიანი პასია.

მსგავსი