ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა World Football Summit-სა და ესპანური გაზეთის AS-ის ვერსიით.

სპეციალური ჟიურისა და გულშემატკივრების გამოკითხვაში პოლონელმა გაუსწრო თანაგუნდელ ჯოშუა კიმიხსა და „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 11 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.