ლევან წოწონავა - ჩემი მიზანია, „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო და ტიტულები მოვიპოვო
ლევან წოწონავა - ჩემი მიზანია, „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო და ტიტულები მოვიპოვო

დღეს „დინამო თბილისი“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა – გუნდმა გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, პირველად ივარჯიშა. ახალი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში იყო „დინამოს“ ახალი ფლანგის შემტევი ლევან წოწონავა, რომელიც გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა.

23 წლის წოწონავა მარტვილის „მერანის“ აღზრდილია და დასრულებულ სეზონში კლუბის ღირსებას იცავდა, გუნდმა ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, მისი დამსახურებაა და ეროვნული ლიგა 2-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. წოწონავამ თბილისურ გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო და ტიტულები მოვიპოვო. მინდა გუნდს დავეხმარო და ხალხს ვაჩვენო, რაც შემიძლია. მიხარია, რომ „დინამოში“ ბიჭებმა კარგად მიმიღეს. ეს ძალიან მეგობრული გუნდია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან წოწონავამ.

დატოვე კომენტარი