ლევან შოვნაძე „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
ლევან შოვნაძე „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

ახალი სეზონიდან ლევან შოვნაძე „გაგრაში“ ითამაშებს – გამოცდილი მეკარის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

26 წლის ლევან შოვნაძემ კარიერა ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2018 წლამდე თამაშობდა. შემდეგ სამი სეზონის განმავლობაში (2019-2021 ელებში) ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი შოვნაძემ წყალტუბოს „სამგურალში“ გაატარა. წარმატებული თამაშის შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 2022 წელს ლევანი ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა.

გასულ სეზონში შოვნაძემ „სამგურალის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის დასაწყისში წყალტუბოელთა ძირითადი მეკარე იყო, მაგრამ შემდეგ კარში უფრო ხშირად 23 წლის ნოდარ ყალიჩავა იდგა („სამგურალში“ 2022 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა).

ლევან შოვნაძეს წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, „გაგრაში“ კი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „გაგრამ“ კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა – 29 წლის ლევან გეგეჭკორი, 31 წლის გიორგი ქიმაძე და 27 წლის გიორგი ხარებაშვილი.