ლევან შენგელიას მერვე ასისტი – გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონობას უახლოვდება #1TVSPORT
ლევან შენგელიას მერვე ასისტი – გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონობას უახლოვდება #1TVSPORT

ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „ოფი კრეტასთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი ოფის შეხვედრაში კონკურენტ „ატრომიტოსთან“ და 1:2 დამარცხდა. შენგელიამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მიმდინარე სეზონში მერვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მისი გუნდი კი კონფერენციის ლიგის ჯგუფში 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სლოვაკეთის ლიგის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, „სლოვანმა“ კი შინ „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა. ცოტნე კაპანაძემ „დუნაისკა სტრედაში“ გასვლაზე „კოშიცესთან“ 90 წუთი ჩაატარა და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ნახევარმცველად ითამაშა. სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე „სლოვანი“ „ჟილინას“ 10 ქულით უსწრებს და ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

სლოვაკეთის II ლიგაში „ზლატე მორავცემ“ ლევან ნონიკაშვილის დახმარებით „მიკულაში“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა 71-ე წუთზე გაიტანა და სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

უკრაინის პრემიერ ლიგაში „ჩერკასმა“ (შოთა ნონიკაშვილის გუნდი) გიორგი მაისურაძის „პოლესიეს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ნონიკაშვილი 81-ე წუთზე გამოჩნდა, მაისურაძემ კი ჟიტომირის გუნდში 87 წუთი ითამაშა.

ირაკლი აზაროვს არ უთამაშია „შახტარში“, რომელიც „ობოლონთან“ გასვლაზე 2:0 გაიმარჯვა.