ლევან შენგელიამ ამხანაგურ მატჩში „ალკმაარს“ გაუტანა - „ოფი კრეტა“ ნიდერლანდელებს დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერძნული „ოფი კრეტის“ თავდამსხმელმა, ლევან შენგელიამ ამხანაგურ შეხვედრაში „ალკმაარს“ გაუტანა – მატჩი 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშე ბერძნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი 21-ე წუთზე გამოიჩინა.
„ალკმაარმა“ მეორე ტაიმში ბერძნებს ორი გოლი გაუტანა – სხვაობა ნიდერლანდელების თავდამსხმელმა მექს მეერდინკმა შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში სვენ მაინანსმა დააფიქსირა.
„ოფი კრეტა“ კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას „ბოლონიასთან“ გამართავს, ხოლო საბერძნეთის სუპერლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში 23 აგვისტოს ათენში „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.