ლევან შენგელია - მწვრთნელს ვუთხარი, რომ ეს მატჩი სანაკრებოდ მეც ძალიან მჭირდებოდა
ლევან შენგელია - მწვრთნელს ვუთხარი, რომ ეს მატჩი სანაკრებოდ მეც ძალიან მჭირდებოდა

„დიდი მოტივაცია იყო და მიხარია, რომ „ტრაბზონს“ გასვლაზე მოვუგეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან შენგელია, რომელმაც თურქეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებისა და „კონიასპორის“ თავადმსხმელმა მეორეადგილოსან „ტრაბზონთან“ გასვლით შეხვედრაში, სუპერლიგის 33-ე ტურში ანგარიშზე გოლი, საგოლე და მოპოვებული პენალტი ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი 4:3 მოიგო.

„ბოლოსწინა ტურის თამაში იყო და არ გვინდოდა, ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი ბოლოსწინა ტურისთვის გადაგვეგო. ეს ფეხბურთელებზეც ცუდად იმოქმედებდა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ, თამაში რომ მოგვეგო. საბედნიეროდ, ახლა ძალა აღმოგვაჩნდა, რომ 1:-3-ის შემდეგ „ტრაბზონთან“ თამაში შემოგვეტრიალებინა“, – აცხადებს შენგელია.

25 წლის ფეხბურთელმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალ თამაშზეც ილაპარაკა: „მატჩის შემდეგ ჩვენი მწვრთნელი გახარებული იყო და მითხრა, ძალიან მჭირდებოდა, რომ ასეთი თამაში ჩაგეტარებინაო. მეც ვუთხარი, მეც ძალიან მჭრიდებოდა, ცოტა ხანში ნაკრების შეხვედრა გველის – დღეს ყველა ფეხბურთელი კარგი თამაშის შემდეგ ნაკრებზე ვფიქრობთ. ყველა ამისთვის ემზადება. ამბობენ, რომ შესაძლოა, ბელარუსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ასე რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ტელევიზორთან ისხდება და მხარდაჭერას და პასუხისმგებლობას მაინც ვიგრძნობთ.თუ მოვიგებთ, წარმატებას ერთად აღვნიშნავთ“.

დატოვე კომენტარი