ლევან შენგელია - ხორვატიასთან მატჩს ბელორუსთან მოსამზადებლად გამოვიყენებთ
ლევან შენგელია - ხორვატიასთან მატჩს ბელორუსთან მოსამზადებლად გამოვიყენებთ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ხორვატიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე პულას „ისტრას“ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან 2019 წლის უკანასკნელ შეხვედრასთან დაკავშირებით „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა და „ქონიასპორის“ თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ კომენტარები ვარჯიშის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ლევან შენგელია: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელორუსიის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევაში და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

ოთარ კიტეიშვილმა ამ მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „შვეიცარიის წინააღდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ. ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.

ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი