ლევან შენგელია - იმ გამოცდილებით მოვიგეთ, რაც ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში დაგვაკლდა #1TVSPORT
ლევან შენგელია - იმ გამოცდილებით მოვიგეთ, რაც ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში დაგვაკლდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, კომენტარი ლევან შენგელიამ გააკეთა.

„ეს მატჩი სწორი გუნდური თამაშისა და იმ გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ, რაც ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში დაგვაკლდა. ვცდილობდით, ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევაში სწრაფად გადავსულიყავით, კვარაცხელიას დანაკლისი კი გუნდური ფეხბურთით შეგვევსო. ფინალისთვისაც ასევე უნდა მოვემზადოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. იმედია, მიზნამდე კვარაცხელიასთან ერთად მივალთ.

რაც შეეხება ჩემს დაცვაში დაყენებას, ხანდახან უცხო პოზიციაზე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. მე კი საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის და ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.

შეცდომები? ხანდახან ვუშვებდით, ჩვენი ემოციური მუხტის უკან ქართველი გულშემატკივრები არიან. სტადიონზე შესანიშნავი გარემო იყო და დარწმუნებული ვარ, შემდეგ შეხვედრაზეც ასე იქნება“, – ამბობს ლევან შენგელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალს საბერძნეთის ნაკრებთან 26 მარტს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.