ლევან შენგელია: ჩვენთვის პრიორიტეტული ჯგუფში პირველობა და B ლიგაში გადასვლაა
ლევან შენგელია: ჩვენთვის პრიორიტეტული ჯგუფში პირველობა და B ლიგაში გადასვლაა

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად ეროვნული გუნდის წევრები, გიორგი აბურჯანია და ლევან შენგელია იმყოფებოდნენ და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

გიორგი აბურჯანია: „ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე სათანადო განწყობით გავალთ და შევეცდებით, ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ“.

ლევან შენგელია: „უპირველესად, მინდა მთელ საქართველოს ბელარუსთან გამარჯვება მივულოცო. რაც შეეხება სომხეთთან თამაშს, მნიშვნელოვანი იქნება კონცეტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა”.