ლევან სეთურიძე - ყველამ მამარდაშვილსა და კვარაცხელიაზე რომ ისაუბროს, თავში მაინც არ აუვარდებათ #1TVSPORT
ლევან სეთურიძე - ყველამ მამარდაშვილსა და კვარაცხელიაზე რომ ისაუბროს, თავში მაინც არ აუვარდებათ #1TVSPORT

SerieANews.com-მა ინტერვიუ ჩამოართვა ახალგაზრდა ქართველ მენეჯერ ლევან სეთურიძეს, რომელმაც „ვალენსიაში“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი გადაიყვანა.

„მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ჩარიცხვის შემდეგ „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ყოველი თამაშის შემდეგ კლასით და გამოცდილებით იზრდება, რადგან ძლიერი პიროვნებაა.

გატუზომ გიორგის პირადად დაურეკა და უთხრა, „მინდა შენთან მუშაობა“ და „ვალენსიაში“ დარჩა. მამარდაშვილი, ისევე როგორც კვარაცხელია, არ „დაფრინავს“, მიწაზე „დგას“. ყველა ჟურნალისტმა, გულშემატკივარმა და ინსაიდერმა მათზე რომ ისაუბროს, მათი მენტალიტეტი არ შეიცვლება.

კვარაც არ შეცვლილა. ქართველები ასეთები ვართ. ველოდი, რომ სერია A-ში კარგად ითამაშებდა, რადგან მასაც და მამარდაშვილსაც უყვართ ფეხბურთი. მათთვის ეს გართობაა“, – განაცხადა ლევან სეთურიძემ.