ლევან სეთურიძე - ესპანეთში ხაბულიანს იწვევენ, ასევე ვმუშაობ ორი დინამოელის ტრანსფერზე #1TVSPORT
ლევან სეთურიძე - ესპანეთში ხაბულიანს იწვევენ, ასევე ვმუშაობ ორი დინამოელის ტრანსფერზე #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტმა ლევან სეთურიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში „დინამო თბილისის“ ორი მოთამაშის ტრანსფერების განხორციელებაა მოსალოდნელი.

„საქართველოს ჩემპიონატში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში ინტერესს იწვევენ. ახლა ასეთები არიან არიან „დინამოს“ მოთამაშეები საბა ხვადაგიანი და ლაშა ოდიშარია. ეს ორი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ძალიან მალე წავა ევროპაში. ხვადაგიანს 4-5 ვარიანტი აქვს, მაგრამ „დინამოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს და კლუბს უნდა დაველაპარაკო. თუმცა, ზაფხულში საქართველო 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და დასაფიქრებელია, ახლა ჯობია მისი ევროპაში გადაყვანა თუ ევრო2023-ის შემდეგ. ეს „დინამოსთან“ ერთად გადაწყდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სეთურიძე.

მან ასევე 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ხაბულიანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

„ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარა“ მალე გაიხსნება და გიორგი ხაბულიანი წავა ერთ-ერთ ისტორიულ ესპანურ კლუბში, რომელმაც არა მხოლოდ ინტერესი გამოხატა, არამედ, ხელშეკრულებაც აქვს გამოგზავნილი. თუმცა, გიორგის „ადანასპორთან“ კონტრაქტი აკავშირებს და მთავარია, თურქულ კლუბს შევუთანხმდეთ“.