ლევან საღინაშვილი მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - „ტოპ 8“-ს გამარჯვებულია (ვიდეო)

ლევან საღინაშვილი მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – „ტოპ 8“-ს გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ქართველი “ჰალკი” რუს ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდა.

სპორტსმენები აქამდე ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება საღინაშვილს დარჩა, თუმცა ექსპერტების უმრავლესობა მცირე უპირატესობას რუს სპორტსმენს ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, ლევანმა მეტოქე სრული უპირატესობით, ანგარიშით 6:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიმსახურა.