ლევან ქურდაძემ „ლოკომოტივი“ დატოვა
ლევან ქურდაძემ „ლოკომოტივი“ დატოვა

ლევან ქურდაძემ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა“, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ქურდაძემ „ლოკომოტივში“ ორი სეზონი ითამაშა. 2017 წელს მას ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. 2018 წელს კლუბის მაისური 16-ჯერ მოირგო, ნოემბერში კი „ლოკომოტივის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.