ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილზე – ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს
ჯერჯერობით არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
ქარუმიძის თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.
„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.
ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რათა უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, – წერს ლევან ქარუმიძე.
We will continue our active engagement with our true friends & partners at the @Europarl_EN to further build a genuine, western democracy, which is based on real #European values. We believe that the rule of law is the essence of western civilization. Thank you and good bye. 2/2
— Levan Karumidze (@KarumidzeL) October 14, 2021