საქართელოს ახალგაზრდული ნაკრების და „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი ბისტრიცის „გლორიაში“ ითამაშებს – ინფორმაციას რუმინული გუნდი ავრცელებს.
„საქართველოს გულიდან – ბისტრიცაში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კონტრაქტი ლევან ოსიყმაშვილთან გავაფორმეთ. 23 წლის ასაკში ლევანს „გლორია ბისტრიცაში“ გამოცდილებისა და ენერგიის კომბინაცია შემოაქვს.
ჩვენს ახალ მოთამაშეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს, შთამბეჭდავი რეზიუმე და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. გასულ ზაფხულში სლოვაკეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობდა“, – წერია საფეხბურთო კლუბ „გლორიის“ განცახდებაში.