საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი, ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
22 წლის ნახევარმცველი ისარაელის პრემიერ ლიგის „ჰაპოელ ჰადერაში“ ითამაშებს. „დინამომ“ ახალგაზრდა მოთამაშე იჯარის წესით 2024–25 წლების სეზონის ბოლომდე გაუშვა. ლევან ოსყმაშვილს რამაზ სვანაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდა.
ოსიყმაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, 2022 წლიდან კი მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2023 წლის 31 მარტს თბილისელებმა იჯარით ქუთაისის „ტორპედოში“ გაუშვეს, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. ამის შემდეგ კვლავ „დინამოში“ დაბრუნდა, ამიერიდან კი ისრაელში ითამაშებს.
ისრაელის პრემიერ ლიგაში გადასული ფეხბურთელი საქართველოს 17, 18 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. „დინამო თბილისში“ საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.