ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ლევან ნონიკაშვილმა ზედიზედ მეორედ შეძლო გოლის გატანა სლოვაკეთის ჩემპიონატში, მაგრამ „სკალიცა“ საშინაო არენაზე „კოშიცესთან“ 2:4 დამარცხდა. 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და თავი 59-ე წუთზე თავური დარტყმით გამოიჩინა.
ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამაც“ უხვგოლიანი მატჩი ჩაატარა სტუმრად „ბანსკა-ბისტრიცასთან“ და 4:3 მოიგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვამ“ გია ნადარეიშვილის „ტრენჩინს“ შინ 2:1 სძლია. ორივე ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე ითამაშეს – სილაგაძემ 59-ე წუთიდან, ნადაერიშვილმა – 90+1-ე წუთიდან.