ლევან ნონიკაშვილი თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა წარდგენილი #1TVSPORT

23:45, 07.09.2026

სლოვაკეთის ჩემპიონატის ივლისისა და აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლევან ნონიკაშვილიც მოხვდა – ინფორმაციას Slovakfutball-ი აქვეყნებს.

ქართველმა ნახევარმცველმა „სკალიცაში“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ივლისსა და აგვისტოში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ნონიკაშვილის გარდა, სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის საწყისი პერიოდის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის კიდევ ოთხი ფეხბურთელი იბრძვის.

მსგავსი