ლევან ნონიკაშვილი - „ზლატე მორავცეს“ ლიგაში დარჩენაში უნდა დავეხმაროთ #1TVSPORT
ლევან ნონიკაშვილი - „ზლატე მორავცეს“ ლიგაში დარჩენაში უნდა დავეხმაროთ #1TVSPORT

ზლატე მორავცემ“ ახალწვეულების, იური ტაბატაძის, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავასა და ლევან ნონიკაშვილის კომენტარები გამოაქვეყნა, რომლებიც „საბურთალომ“ სლოვაკურ გუნდში იჯარით გაუშვა.

„იური ტაბატაძე „საბურთალოს“ ლიდერი იყო, გასულ სეზონში მან 26 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. მისგან მსგავს როლს „ზლატე მორავეცშიც“ ველოდებით“, – წერს სლოვაკური გუნდის პრესსამსახური.

„ორი წელი „საბურთალოში“ კაპიტანი ვიყავი. ვეცდები, მოედანზე ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო და ვაჩვენო, რომ ლიდერობა შემიძლია. მომწონს ქალაქი, გუნდს კი აქვს ყველაფერი, რაც თამაშის გასაუმჯობესებლად მჭირდება“, – ამბობს 24 წლის გარემარბი.

მცველი ჯინჯოლავაც დადებითად არის განწყობილი: 

„ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. მჯერა, რომ „ზლატე მორავცე“ სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩება. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კლუბს დავეხმაროთ“.

28 წლის ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილიც მიიჩნევს, რომ „ზლატე მორავცე“ ლიგაში დარჩება: 

„ძალიან მეგობრული თანაგუნდელები გვყავს. გუნდიც კარგია და ამჟამინდელ პოზიციაზე ყოფნას არ იმსახურებს, მაგრამ ეს მოედანზე უნდა ვაჩვენოთ. ჩემი მიზანია, „ზლატე მორავცეს“ ლიგაში დარჩენაში დავეხმაროთ“.

სლოვაკურ კლუბში გასინჯვაზე იმყოფებოდა სერგო კუხიანიძეც, მაგრამ ის „ზლატე მორავცეს“ უკვე დაემშვიდობა.