ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა - ნაკრების თავდამსხმელმა „დინამო თბილისში“ ითამაშა
ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა - ნაკრების თავდამსხმელმა „დინამო თბილისში“ ითამაშა

ლევან მჭედლიძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მჭედლიძის დებიუტი შედგა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართა. „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „დინამო თბილისის“ ფორმით 90-ე წუთზე გამოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იტალიის სერია „ა“-ს გუნდიდან ფეხბურთელი ქართულ ლიგაში გადმოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მჭედლიძე 15 წლის ასაკში იტალიაში წავიდა, სადაც პროფესიული კარიერა აიწყო და 11 წელი „ემპოლისა“ და „პალერმოში“ თამაშობდა. მჭედლიძე 2007 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია და 32 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.