ლევან მჭედლიძეს იტალიის სერია „ბ“-ში იწვევენ
ლევან მჭედლიძეს იტალიის სერია „ბ“-ში იწვევენ

„პალერმო კალჩოს“ ინფორმაციით, ლევან მჭედლიძით სერია „ბ“-ს გუნდი „ტრაპანი“ დაინტერესდა. იტალიური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გუნდის სასურველ მოთამაშეთა სიაშია.

„ტრაპანის“ სპორტული დირექტორი რაფაელ რუბინო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს, რათა გუნდი სერია „ბ“-ს მორიგი სეზონის დაწყებამდე გაძლიერდეს. თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ბოლოს სიცილიურ კლუბში, „ემპოლიში“ თამაშობდა, ხოლო 2008-დან 2010 წლამდე პალერმოში გამოდიოდა“, – წერს გამოცემა.

გასულ სეზონში „ტრაპანი“ სერია „ც“-ში გამოდიოდა, რომელიც სამჯგუფიანი რეგიონული ტურნირია.

„ტრაპანიმ“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, სადაც ორი მატჩის ჯამში „პიაჩენცა” დაამარცხა (0:0. 2:0) და სერია „ბ“-ში საგზური მოიპოვა.

აგვისტოს დასაწყისში გამოცემა „კალაბრია სპორტ 24“ ამტკიცებდა, რომ ლევან მჭედლიძეს „კოზენცა“ იწვევდა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველ თავდამსხმელს სეზონის დასრულების შემდეგ „ემპოლისთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და ამჟამად, უგუნდოდაა.