ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა
ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ემპოლის ფორმით იტალიის სერია „ა”-ს 21-ე ტურში ჯენოას წინააღმდეგ 58-ე წუთზე გამოჩნდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ერთი თვის წინ, 29 დეკემბერს, მილანის ინტერის წინააღმდეგ ასევე შეცვლაზე ითამაშა. მაგრამ თამაშის შემდეგ ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად ისევ მკურნალობდა.

ქართველის მოედანზე გამოსვლამდე ემპოლი 0:1-ს აგებდა. 5 წუთში ქართველის გუნდმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საბოლოოდ, ემპოლი მაინც დამარცხდა 1:3 და 17 ქულით გასავარდნების ზონაში, მე-17 ადგილზეა და ბოლოდან მეორეზე მყოფ ფროზინონეს მხოლდო 4 ქულით უსწრებს.

მჭედლიძის დაბრუნება მნიშნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ტრავმიანობის გამო ერთა ლიგაზე წამყვანი თავდამსხმელებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია დაეხმარა და ისიც მხოლოდ პირველ მატჩში. ახლა ქვილითაია და მჭედლიძეც მომჯობინდნენ და ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციამდე ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა მათი მომჯობინების იმედად არის.