ლევან მჭედლიძე - „დილაში არასოდეს მითამაშია“
ლევან მჭედლიძე - „დილაში არასოდეს მითამაშია“
ლევან მჭედლიძე უარყოფს საერთაშორისო ცნობარებში მითითებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო.
„დღეს წავიკითხე, რომ „ემპოლიში“ გორის „დილადან“ გადავედი და მიკვირს, ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა“ – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც თბილისის „დინამომ“ 20 სექტემბერს წარადგინა.
როდესაც მას კონკრეტულ წყაროებზე მივუთითეთ, მჭედლიძემ ინფორმაცია ძალიან გაიკვირვა: „გორში ნამყოფი ვარ, მაგრამ არა ნათამაშევი. ძალიან მიკვირს, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება“.
ინფორმაცია, რომ ლევან მჭედლიძე 15 წლის ასაკში გორის „დილაში“ თამაშობდა და ორი მატჩი ჩაატარა, არის ცნობილ და ავტორიტეტულ გერმანულ სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტზე“ და ასევე „ვიკიპედიაში“. თუმცა, პირველ წყაროში მითითებულია, რომ მჭედლიძე „დილა 2“-ში თამაშობდა.