ლევან მაჭარაშვილი სომხეთში ითამაშებს
ლევან მაჭარაშვილი სომხეთში ითამაშებს

ლევან მაჭარაშვილი კარიერას სომხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი „ლორთან“ გააფორმა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

22 წლის მოთამაშის ბოლო კლუბი ლიეტუვას „სტუმბრასი“ იყო, სადაც ამ ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვას გუნდში ასევე ითამაშა ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპზე, სადაც ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი ჩაიწერა.

„ლორის“ ინფორმაციით, მაჭარაშვილი გუნდში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმითაც ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.