ლევან კუტალიას აცნობეს, რომ კლუბიდან უნდა წავიდეს - ქართველი თავდამსხმელი დიდ კომპენსაციას ითხოვს, მას სამი გუნდი იწვევს #1TVSPORT
ლევან კუტალიას აცნობეს, რომ კლუბიდან უნდა წავიდეს - ქართველი თავდამსხმელი დიდ კომპენსაციას ითხოვს, მას სამი გუნდი იწვევს #1TVSPORT

ლევან კუტალიას, რომელმაც გასული სეზონი „სექცია ნეს-ციონაში“ ჩინებულად ჩაატარა და 9 გოლით გუნდს ისრაელის მთავარ ლიგაში (ლიგატ ჰაალი) გადასვლაში დაეხმარა, გუნდმა კიონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ ის დიდ კომპენსაციას ითხოვს – ინფორმაციას ისრაელის გამოცემა one.co ავრცელებს.

„კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ახალ სეზონში გუნდში არ იქნება, ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალიაა. გუნდმა ცოტა ხნის წინ აცნობა ფეხბურთელს, რომ ის მის გეგმებში არ ჯდება და მის ადგილზე უცხოელი ან ისრაელელი თავდამსხმელის დამატებას აპირებს“ – წერს გამოცემა.

one.co-ს მტკიცებით, ქართველი თავდამსხმელი წასვლის საფასურად დიდ კომპენსაციას ითხოვს: „პრობლემა? კუტალია წასვლაზე უარს ამბობს და კონტრაქტის შესაბამისად დარჩენას ან დიდ კომპენსაციას ითხოვს. ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა საფიქრალშია“.

ისრელის გამოცემის მტკიცებით, ქართველ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა. ლიგა ლეუმიტის (პირველი ლიგა) გუნდებში იწვევენ: „კუტალიაზე დიდი მოთხოვნაა ლიგა ლეუმიტში: ქართველის ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან „ბნეი იეჰუდა“, რამათ-განის „ჰაპოელი“ და „კაფრ ქასიმი“. მაგრამ თავდამსხმელს წასვლა არ სურს“.