ლევან კუტალია წლის დაჯილდოებაზე - რა თქმა უნდა, მეტის მოლოდინი მქონდა
ლევან კუტალია წლის დაჯილდოებაზე - რა თქმა უნდა, მეტის მოლოდინი მქონდა
„მეტის მოლოდინი მქონდა“ – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე ლევან კუტალიამ, რომელიც 2019 წლის GFF AWARDS- ზე ეროვნული ლიგის ნომინაციებში საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი გახდა.
 
„ბედნიერი ვარ ამ დაფასებით. რა თქმა უნდა, მეტის მოლოდინი მქონდა. თუმცა მივიღე ეს პრიზები. მინდა მადლობა ვუთხრა „დინამოს“ და თანაგუნდელებს. მათ გარეშე დაფასება წარმოუდგენელი იქნებოდა. დავამატებ, რომ მოტივაციისთვის ეს ჯილდოები ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლევან კუტალია.
2019 წლის GFF AWARDS- ზე ეროვნული ლიგის ნომინაციებში საუკეთესოც ასევე თბილისის „დინამოს“ წევრი, მეკარე ხოსე პერალესი გახდა.
„ბედნიერი ვარ ამ აღიარებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელების, მთლიანად „დინამოს“ სტაფის და გულშემატკივრების თანადგომის გარეშე. ეს ჩემი „დინამოში“ თამაშის საუკეთესო დასასრულია და მთელი ცხოვრება მემახსოვრება აქაური წარმატება. „დინამო“ ჩემს გულშია. დარწმუნებული ვარ, 2020 წელს გუნდი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ყველას გილოცავთ ახალ წელს“, – აცხადებს ხოსე პერალესი.