ლევან კუტალია - საამაყოა, რომ ჩემი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [ვიდეო] #1TVSPORT
ლევან კუტალია - საამაყოა, რომ ჩემი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [ვიდეო] #1TVSPORT

32 წლის თავდამსხმელი ლევან კუტალია ისრაელის ლიგა ლეუმითის მე-19 ტურში კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სეკცია ნეს ციონა“ სტუმრად რამატ ჰაშარონის „ჰაპოელს“ ესტუმრა. 54-ე წუთზე კუტალაიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში „მაკრატელათი“ გადაგზავნა და ულამაზესი გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

„ბევრი მილოცვა მივიღე – დიდი მადლობა დაფასებითვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენი გულშემატკივრობა და გვერდში დგომა ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულოა. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და როცა ასეთ საოცარ გოლს იტან, რომელიც ფეხბურთის ისტორიას დარჩება ორმაგად სამაყოა“, – წერს ლევან კუტალია.

გამოცდილი თავდამსხმელი გახარებულია, რომ მისმა გოლმა რეზონანსი არა მხოლოდ საქართველოში გამოიწვია:

„ევროპის სხვადასხვა ქვეყნების არხებზე გაშუქდა ჩემი გოლი, ილაპარაკეს ჩემს კარიერაზე. ეს განსაკუთრებული დღე იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაში. გუნდი კი იბრძვის ელიტაში მოსახვედრად – წინ დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატია. ასე რომ, შრომას და თავდადებას არ დავაკლებ, რომ კიდევ ბევრჯერ გავიტანო და გავახარო ჩემი გულშემატკივრები“.

ლევან კუტალიამ მიმდინარე სეზონში „სეკცია ნეს ციონას“ ფორმით 19 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.