ლევან კუტალია - მწვრთნელს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა
ლევან კუტალია - მწვრთნელს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა

ლევან კუტალიამ, რომელმაც თელ-ავივის „აპოელი“ დატოვა და კარიერას ლეუმით ლიგის გუნდში, უმ ელ-ფაჰმისაპოელში“ გააგრძელებს, ტრანსფერზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„გუნდში ვითარება მაგრად აირია და ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მე კი არენდით ახალ გუნდში გადავედი. გუნდში, რომელსაც უმაღლეს ლიგაში სურს გადასვლა. უმ ელ-ფაჰმისაპოელთან“ 4-თვენახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე და მერე სეზონიც დამთავრდება და თელ-ავივის „აპოელში“ დავბრუნდები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კუტალიამ.

რატომ ვერ ათამაშდა ახალ გუნდში და ხელი რამ შეუშალა? კუტალიამ ამაზეც ილაპარაკა:

„მწვრთნელმა შანსი არ მომცა. ვუთხარი, თამაში მინდა და უნდა წავიდე-მეთქი. მითხრა, კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ მე მარტო ჩამჯდარ ფეხბურთს ვთამაშობო და შენ აქ ვერ ითამაშებო. მეც წამოვედი. გუნდის უფროსობამ მწვრთნელიც არ მოხსნა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს ისტორიული კლუბი ბოლო ადგილზეა“.