ლევან კუტალია - ისრაელში ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ #1TVSPORT
ლევან კუტალია - ისრაელში ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ #1TVSPORT

ლევან კუტალიამ ისრაელში უმძიმესი წუთები გადაიტანა. ამის შესახებ 2019 წლის ეროვნული ლიგის ბომბარდირი სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო, თბილი სიტყვებისთვის, გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ბევრი მესიჯი მომივიდა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო – გაიხარეთ. ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ. იმედი გვაქვს დალაგდება სიტუაცია მთლიანად ისრაელში. ერთი მინდა ვთქვა, ძალიან მაგარი სახელმწიფოა“, – წერს ლევან კუტალია.

ლევან კუტალია 2020 წელს თელ-ავივის „ჰაპოელში“ ჩაირიცხა, ხოლო 2021 წლის იანვარში ისრაელის არაბული ქალაქის, ულ-ჰამისჰაპოელში“ იჯარით გადავიდა და 17 მატჩში 7გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

32 წლის ქართველი თავდამსხმელი ამ მომენტში ისრაელში იმყოფება, რომელსაც სამშაბათს, საღამოს პალესტინელებმა 130-ზე მეტი რაკეტა ესროლეს.