ლევან კუტალია - არ ვიცი, გაბალაში რას ამბობენ, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ
ლევან კუტალია - არ ვიცი, გაბალაში რას ამბობენ, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ
ლევან კუტალიამ ევროპის ლიგის მე -2 შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში „გაბალასთან“ გაიტანა და თბილისის „დინამოს“ მოგებაში (2:0) თავისი წვლილი შეიტანა.
თბილისელთა თავდამსხმელმა განმეორებით შეხვედრაში გუნდების შანსებზე „აზერსპორტთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
„მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ შევისწავლეთ, აზერბაიჯანში მოსაგებად ჩავედით და მიზანსაც მივაღწიეთ. ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. პირველი გოლი გავიტანე და მეტიც შემეძლო. შევეცდები, ეს განმეორებით შეხვედრაშიც გავაკეთო და სახლშიც გავიმარჯვოთ“ – ამბობს ლევან კუტალია.
მოგების მიუხედავად, თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი თვლის, რომ ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ჯერ გუნდი არ გასულა: „შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ საერთო გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თბილისში „გაბალა“ შეეცდება, რომ შემოგვიტიოს და მოიგოს. ჩვენ საამისოდ მზად ვართ“.
„გაბალას“ მოთამაშეების მოსაზრებაზე, რომ „დინამო“ უკეთესი გუნდს არაა და უბრალოდ გაუმართლა, კუტალიამ საინტერესო პასუხი გასცა: „არ ვიცი, ისინი რას ამბობენ. ჩვენ ვთვლით, რომ „გაბალა“ კარგი გუნდია. თუმცა, პირველ მატჩში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. თუ მოვიგებთ, ეს 4 წლის წინანდელი დამარცხებისთვის რევანში იქნება“.