ლევან კუტალია „ალაშკერტში“ გადასვლაზე - ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო #1TVSPORT
ლევან კუტალია „ალაშკერტში“ გადასვლაზე - ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო #1TVSPORT

ლევან კუტალიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა თავისი ახალი კლუბის შესახებ – 33 წლის ქართველი თავდამსხმელი ისრაელის ჩემპიონატში გატარებული სამი წლის შემდეგ კარიერას სომხეთში, „ალაშკერტში“ გააგრძელებს.

„სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ მინდოდა ისეთ კლუბში გადასვლა, რომელსაც ექნებოდა გამოწვევები. „ალაშკერტი“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს, პლუს, ხელსაყრელი პირობებიც შემომთავაზეს.

ბოლო დროს სომხეთში სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი აშკარად გაზრდილია, რაზეც მათი შედეგები მეტყველებს. ნაკრები ძლიერ ჯგუფში კარგად გამოდის, მათი კლუბი კი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდა.

სომხური კლუბები ფინანსურად გაძლიერდნენ და ძლიერ ლეგიონერებს იმატებენ. ეს ჩემპიონატს დაეტყო, კონკურენცია გაიზრდა და შედეგად – დონეც. სხვაგვარად კონფერენს ლიგის ჯგუფში მათი გუნდი ვერ მოხვდებოდა.

ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. იმედია, კლუბს თავისი მიზნების შესრულებაში დავეხმარები, პირადად მეც კარგ სეზონს ჩავატარებ და ლიგის საუკეთესო მეგოლე გავხდები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გამოცდილმა თავდამსხმელმა.