ლევან კუტალია - ​„დინამო თბილისს“ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, „ასტანასთან“ თანაბარი თამაში იქნება #1TVSPORT
ლევან კუტალია - ​„დინამო თბილისს“ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, „ასტანასთან“ თანაბარი თამაში იქნება #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან კუტალიამ, რომელიც პავლოდარისირტიშში“ თამაშობდა, Meta-ratings.kz-თან ​ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ასტანისა“ და საქართველოს ჩემპიონის მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება. „დინამო თბილისი“ კარგი გუნდია, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე დინამოელი 21-წლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა და ამ გუნდის ლიდერი იყო.

როცა ყაზახეთში ვთამაშობდი, „ასტანას“ ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, ახლა არ ვიცი, რა ხდება. ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველ ადგილზე არიან, რაც მათ სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ მჯერა, რომ თანაბარი თამაში იქნება, რადგან ორივე კარგი გუნდია.

საქართელოში ბუნებრივ მოედნებზე თამაშობენ და „დინამოსთვის“ რთული იქნება ყაზახეთში ხელოვნურ საფარზე თამაში, ეს „ასტანას“ უპირატესობას ანიჭებს. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგალითად, ტომასოვის წინააღმდეგ მითამაშია, ის ძალიან გამოცდილია. „დინამომ“  მის განეიტრალებაზე უნდა იფიქროს“, – განაცხადა ლევან კუტალიამ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „ასტანის“ პირველი თამაში ყაზახეთში 12 ივლისს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩს 19 ივლისს „დინამო არენა“ უმასპინძლებს.