ლევან კორღალიძე - ვეცდებით, ევროტურნირებზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - ვეცდებით, ევროტურნირებზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ლევან კორღალიძემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან დაკავშირებულ გეგმებსა და ევროტურნირებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა, „დილაში“ დიდი მოტივაციით მოვედი. გათავისებული მაქვს, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო ამ კლუბის მწვრთნელი. „დილას“ თამაშებს ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა მისი შემტევი სტილი.

ზოგადად, არ ვარ მომხრე, რომ გუნდში ყველაფერი რადიკალურად შევცვალოთ, „დილა“ ისედაც ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული და სტაბილური ქართული კლუბია. ვეცდებით, რომ ამ წარმატებას პატარ-პატარა დეტალები შევმატოთ, რაც გუნდს უფრო წარმატებულს გახდის.

ერთ ან ორ კვირაში რაიმეს შეცვლა რთული იქნება, მაგრამ გაუმჯობესებას ეტაპობრივად ყევლა დაინახავს. შევეცდებით, ეროვნულ ლიგაში მაქსიმალურად მეტი თამაში მოვიგოთ. „იბერიაში“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, გვინდა, ეს შედეგი გორშიც გავიმეოროთ.

რაც შეეხება ევროტურნირებს, არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება პოზიტიური არ იყო, მაგრამ წარუმატებლობის გარეშე წარმატება არ მოდის. იმედია, გასული წლების გამოსვლებიდან სწორ დასკვნებს გავაკეთებთ და ამჯერად უფრო შედეგიანად ვითამაშებთ. კონკრეტულად „დილას“ რაც შეეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მეტოქე, თუმცა ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ“.