ლევან კორღალიძე – შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ, დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს #1TVSPORT
ლევან კორღალიძე – შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ, დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ 1:3 წაგებული შეხვედრა თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია. ვფიქრობ, რომ ეს ის თამაში არ იყო, რომელიც ასეთი ანგარიშით უნდა წაგვეგო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს.

მიმაჩნია, რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოვაჩინეთ. დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს. ყველა მოთამაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მაგრამ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მე მეკისრება.

არ მჩვევია მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ასეთი მსაჯობა იშვიათად მინახავს – გადამწყვეტ მომენტებში ყველა საკამათო ეპიზოდი ჩვენ წინააღმდეგ გადაწყდა. თუმცა ვიმეორებ – ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ.

შევთანხმდეთ, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, თუმცა სისუსტეებიც აქვს. იმედია, რაც საქართველოში ვერ მოვახერხეთ, შვედეთში შევძლებთ – უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

გუნდის ჩამოყალიბება ადვილი არ არის. ორი ლეგიონერი ახლახან შემოგვიერთდა და ჯერ შესათამაშებლები არიან. ისინი ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არიან, მაგრამ კარგია, რომ მოედანზე გამოსვლისას თამაშში გარდატეხა შეიტანეს“, – განაცხადა კორღალიძემ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ შვედეთის ჩემპიონთან, „მალმესთან“ საპასუხო მატჩს 15 ივლისს სტუმრად გამართავს.