ლევან კორღალიძე საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT
ლევან კორღალიძე საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ დამრიგებელი ლევან კორღალიძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, – ინფორმაცია ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

45 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერიამ“ 9 მატჩში 23 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია. კორღალიძის გუნდმა პირველ წრეში 7 შეხვედრა მოიგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და არცერთი მატჩი წაუგია.

გასულ სეზონში ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით „იბერიამ“ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.