ლევან კორღალიძე - „საბურთალოში“ რაღაცები გამოსასწორებელია
ლევან კორღალიძე - „საბურთალოში“ რაღაცები გამოსასწორებელია

ლევან კორღალიძე „საბურთალოში“ წარმატებული დებიუტით გახარებულია – საქართველოს თასის მეოთხედფინალში მისმა გაწვრთნილებმა „დინამო თბილისი“ დაამარცხეს და ტიტულისთვის მებრძოლ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

„თბილისის „დინამოსთან“ ძალიან მობილიზებულები და მოტივირებულები ვიყავით, ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო. მთლიანობაში ურიგო ფეხბურთი არ გვითამაშია – თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ,“ – ამბობს ლევან კორღალიძე.

მოგების მიუხედავად, „საბურთალომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი იმასაც არ მალავს, რომ გუნდში ბევრი რამ გამოსასწორებელია.

„არის გამოსასწორებელი რაღაცები, რომელსაც დროთა განმავლობაში მოვახერხებთ. სამწუხაროდ, გუნდში ტრავმიანობაა, მაგრამ იმედი მაქვს ნელ-ნელა ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან და „საბურთალოს“ დაუბრუნდებიან,” – აცხადებს ლევან კორღალიძე.