ლევან კორღალიძე - მთავარი ისაა, რომ „ტორპედოსთან“ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - მთავარი ისაა, რომ „ტორპედოსთან“ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ #1TVSPORT

„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ეროვნული ლიგის მეორე ტურში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

„მივულოცავ „იბერიას“ დამაჯერებელ გამარჯვებასა და წარმატებულ სტარტს. სეზონის დაწყებას ნერვიულობა თან ახლავს, ამიტომ კარგია, რომ სეზონი სათანადოდ იწყება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ კარგად გაგრძელდება.

ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებაში ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შესაბამისად ვიყავით მომზადებულები. ჩვენ ვიცით, მოედანზე რისთვის გავდივართ, რა უნდა გავაკეთოთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე მეორე თამაშია, გოლს არ ვუშვებთ. ეს გუნდსა და ფეხბურთელებს დამაჯერებლობას მატებს. ამაზე ვმუშაობთ და ვთვლი, რომ ეს შემთხვევითი არ არის – კარგადაც ვუტევთ და თავსაც კარგად ვიცავთ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ დღეს და წინა თამაშში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მადლობა მინდა ჩემს ფეხბურთელებს გადავუხადო“, – ამბობს ლევან კორღალიძე.