ლევან კორღალიძე - „მალმესთან“ რესურსი არ გვეყო, რასაც გიზი მამაგეიშვილის გაძევებაც დაემატა #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - „მალმესთან“ რესურსი არ გვეყო, რასაც გიზი მამაგეიშვილის გაძევებაც დაემატა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ საპასუხო შეხვედრის წაგების (1:3) შემდეგ თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალძემ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით, მაგრამ დავინახეთ, რომ ასეთ მეტოქესთანაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ – პირველში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი რესურსი არ გვეყო და ამას მამაგეიშვილის გაძევებაც დაემატა.

ორ შეხვედრაში მსაჯმა ჩვენ სასარგებლოდ ოთხი პოტენციური პენალტი არ დანიშნა. ფეხბურთელებისთვის ეს რთულია, როდესაც ასეთ ძლიერ გუნდს ეთამაშები, შესაძლებლობა გაქვს, სწრაფი გოლი გაიტანო და წინ გახვიდე, რაც დღეს გვქონდა დაგეგმილი.

წაგებას არავის ვაბრალებ. ამ ორ შეხვედრას გავაანალიზებთ და დიდი იმედი მაქვს,„ლევადიასთან“ კონფერენს-ლიგის შეხვედრებს უფრო მომზადებულნი შევხვდებით“.