ლევან კორღალიძე „ლოკომოტივის" პრობლემაზე - გუნდი სტრესიდან უნდა გამოვიყვანოთ
ლევან კორღალიძე „ლოკომოტივის" პრობლემაზე - გუნდი სტრესიდან უნდა გამოვიყვანოთ

ლევან კორღალიძემ „ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ვარჯიში ჩაატარა. თბილისელები ბოლნისის „სიონთან” მე-8 ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 12 აპრილს „მიხეილ მესხი 2″-ზე გაიმართება.

ლევან კორღალიძემ საქართველოს პირველ არხთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, გამოსასწორებელია.

„ჩემი სამწვრთნელო სტაფის უპირველესი ამოცანაა, გუნდი სტრესული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. „ლოკომოტოვს” მართლაც კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ გუნდმა საკუთარი თამაში მაინც ვერ აჩვენა. ამ შემადგენლობის მჯერა და დარწმუნებული ვარ, უკეთესი ფეხბურთის ჩვენება და შედეგის მიღწევა შეგვიძლია. სამწვრთნელო სტაფის მუშაობა სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციაზე იქნება მიმართული” – ამბობს კორღალიძე.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა „ლოკომოტივის” თავდამსხმელის, მამია გავაშელიშვილის შესახებაც ილაპარაკა, რომელსაც დაავადება დაუდგინეს და თურქეთში მკურნალობდა.

„ჩვენდა სასიხარულოდ, მამიას ისე მძიმე პრობლემაც არ აღმოაჩნდა, რასაც თავიდან ვფიქრობდით. მამია მკურნალობს და იმედია, მალე დაგვიბრუნდება. ეს კი, სავსებით რეალური იმედია”, – განაცხადა კორღალიძემ.