ლევან კორღალიძე - კარგია, რომ „იბერია“ დაუმარცხებლად მიიწევს წინ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - კარგია, რომ „იბერია“ დაუმარცხებლად მიიწევს წინ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში გამართულ თბილისურ დერბიზე, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა, მეტოქეთა მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს:

ვლადიმერ კაკაშვილი, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი: „ორი განსხვავებული ტაიმი იყო. პირველი ნახევარი ჩავაგდეთ და ორი გოლით დავისაჯეთ. მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ და თამაშის გადარჩენაც შეგვეძლო, მაგრამ ესაა ფეხბურთი. ვულოცავ „იბერიას“ გამარჯვებას, ჩვენ კი შევეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ისე გავაგრძელოთ თამაში, როგორც „იბერიასთან“ მატჩის მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

პირველ წრეში ჩვენს თამაშს დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, რადგან მეტი ქულის დაგროვება შეგვეძლო. დარჩენილი ორ შეხვედრაში შევეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ“.

ლევან კორღალიძე, „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ ჩვენს კლუბსა და ფეხბურთელებს გამარჯვებას – ძალიან კარგია, რომ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მივდივართ. სასიხარულოა, რომ გუნდი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და დამაჯერებლად იგებს.

პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და დიდი იმედი მაქვს, რომ დაუმარცხებლად სვლას განვაგრძობთ. „დინამოსთან“ პირველი ტაიმი უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეორე ნახევარი. კარგია, რომ მეტოქის ზეწოლა შევაჩერეთ და უპირატესობა შევინარჩუნეთ“.

ეროვნული ლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ, 17 ქულით მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ლიდერობს, ხოლო „დინამო“ (11) მე-4 პოზიციაზეა.