ლევან კორღალიძე - ევროტურნირებს იმედიანად ვხვდებით, „მალმესთან“ სათამაშო დისციპლინა და სწორად შერჩეული ტაქტიკა დაგვჭირდება #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - ევროტურნირებს იმედიანად ვხვდებით, „მალმესთან“ სათამაშო დისციპლინა და სწორად შერჩეული ტაქტიკა დაგვჭირდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ შეხვედრის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ისაუბრა.

„საქართველოს სუპერთასის შეხვედრებზე ექსპერიმენტები ჩავატარეთ და კარგად დავინახეთ, რა არის საჭირო „მალმესთან“ წარმატების მისაღწევად. ასეთი დონის ტურნირზე ერთი სქემით თამაში გამორიცხულია, სათადარიგო გეგმაც უნდა გვქონდეს – ეს მეტოქეზე და კონკრეტულად თამაშის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ჩემპიონატში მაღალი სისწრაფეები არ არის და ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი დონის მეტოქესთან მაღალი ინტენსიობის შეხვედრაზე გადართვა რთულია. „მალმესთან“ მნიშვნელოვანი სათამაშო დისციპლინა და სწორად შერჩეული ტაქტიკა იქნება.

ლეგიონერების ძალიან მეიმედება – მჯერა, გუნდთან შეგუებას სწრაფად შეძლებენ და მოლოდინს გაამართლებენ. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ამ ევროტურნირს იმედიანად ველოდებით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „იბერია“ „მალმეს“ 8 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.