ლევან კორღალიძე ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად „იბერიის“ თავკაცი ლევან კორღალიძე დაასახელა.
43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის მეოთხე წრეში ჩატარებულ 9 მატჩიდან 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. გუნდმა 23 ქულა მოიპოვა, 16 გოლი გაიტანა და ექვსი გაუშვა – გუნდი მესამე წრის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, ბოლო ეტაპი კი წარმატებულად ჩაატარა.
„იბერიამ“ კონკურენტებზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. რაც მთავარია, ორივე უშუალო კონკურენტი დაამარცხა – ქუთაისის „ტორპედოს“ შინ 3:0 სძლია, ხოლო გორის „დილას“ სტუმრად 3:2 და შედეგად, ჩემპიონობა მოიპოვა.