ლევან კორღალიძე - „დინამოსთან“კონტაქტი მქონდა, მაგრამ მწვრთნელობა არ შემოუთავაზებიათ
ლევან კორღალიძე - „დინამოსთან“კონტაქტი მქონდა, მაგრამ მწვრთნელობა არ შემოუთავაზებიათ

ლევან კორღალიძე უარყოფს, რომ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს – ამის შესახებ ახალგაზრდა სპეციალისტმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. კორღალიძემ დაადასტურა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ელაპარაკა, მაგრამ, ამავე დროს არ მალავს, რომ საქმე ლაპარაკის იქით არ წასულა.

„ინტერესი იყო, იყო ლაპარაკიც, მაგრამ მეეჭვება, რომ „დინამოში“ ვიმუშაო. ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და არა მოლაპარაკება. გადაწყვეტილი არაფერია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძე.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წაგებული (0:2) შეხვედრის შემდეგ გუნდი დატოვა, თბილისური კლუბი კი მის შემცვლელს ეძებს.