ლევან კორღალიძე - დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონს წარმატებით დავიწყებთ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონს წარმატებით დავიწყებთ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მიხეილ მესხის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ წინასასეზონო შეკრება შეაჯამა და გუნდის გეგმებზე ისაუბრა.

„თურქული შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ყველა ამოცანა შევასრულეთ. მიმაჩნია, რომ სპორტულად და მენტალურად მზად ვართ და დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონს წარმატებით დავიწყებთ.

გუნდში საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა. რამდენიმე წამყვანმა მოთამაშე დაგვტოვა, თუმცა გვყავს ახალწვეულებიც. ბოლოს გიორგი ქობულაძე დავიმატეთ. ახალ სეზონში თითოეული მათგანის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „იბერია“ 28 თებერვალს „თელავს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.