ლევან კორღალიძე - ბედნიერები ვართ, გავაშელიშვილი სრულიად ჯანმრთელი რომ დაგვიბრუნდა
ლევან კორღალიძე - ბედნიერები ვართ, გავაშელიშვილი სრულიად ჯანმრთელი რომ დაგვიბრუნდა
თბილისის „ლოკომოტივის“ მთავრი მწვრთნელი ლევან კორღალიძე მამია გავაშელიშვილის გამოჯანმრთელებამ და გუნდში დაბრუნებამ ძალიან გაახარა.
 
დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს და ცხადია, გუნდს შედეგიანი მეგოლე დასჭირდება.
„სპორტი და ფეხბურთი გვერდზე გადავდოთ – მამიამ ისეთი მძიმე პერიოდი გამოიარა, მარტო ამის გამოც გვიხარია მისი გამოჯანმრთელება. ბედნიერები ვართ, რომ სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდა და სენი დაამარცხა. ამას გარდა, ჩვენ გავაშელიშვილის გვეიმედება, როგორც სპორტსმენის. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, მთელი გუნდი გვერდში დაუდგა“ – ამბობს ლევან კორღალიძე.
შეგახსენებთ, რომ მამია გავაშელიშვილმა თურქეთში 9-თვიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა, სიმსივნე დაამარცხა და მოედანს მალე დაუბრუნდება.