ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუბოდიშა -  ყრილობა იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით
ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუბოდიშა - ყრილობა იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით

ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის საიუბილეო, 30-ე ყრილობის უჩვეულო გარემოში გამართვის მიზეზებზეც ილაპარაკა და ქართული მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მათი დასწრება ვერ მოხერხდა.

„წელს საიუბილეო, 30-ე ყრილობა უჩვეულო გარემოში ჩატარდა. ვეცადეთ, ყველა სტანდარტი და რეგულაციები დაგვეცვა. მინდა მოვუბოდიშო მედიის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას, რომ ყრილობა იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით. შესაბამისად, მათი დასწრება შეუძლებელი იყო“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 30-ე ყრილობა უჩვეულო გარემოში გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, დამსწრეები სოციალური დისტანციის დაცვით განთავსდნენ, ხოლო ყრილობა ღია ამფითეატრში ჩატარდა.