ლევან კობიაშვილმა ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის გამართვა დაადასტურა
ლევან კობიაშვილმა ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის გამართვა დაადასტურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის გამართვის თაობაზე, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

„მიღწეულია შეთანხმება, უბრალოდ, ზოგადად იცით, რომ ასე ხდება – როდესაც თანხმობა არის ორივე ქვეყნიდან, ერთ დღეს ხდება ასეთი ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება. ფაქტია, რომ ყველამ ვიცით – თამაში იქნება. ახლა ფორმალური ხასიათი აქვს, როდის დაიდება ხელშეკრულება და ამ ყველაფერს ოფიციალურად ვიტყვით. უბრალოდ, ინფორმაციამ წინასწარ გაჟონა… ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს კომუნიკაცია ხორვატებთან. მთავარია, რომ ეს თამაში შედგება და ჩვენი გუნდისთვის ასეთ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებისა და ვლადიმირ ვაისის გუნდის დაპირისპირება 19 ნოემბერს გაიმართება.